31 დეკემბერს ზვიად ბოლქვაძე და ლიზი რამიშვილი განსხვავებული საახალწლო პროგრამით “შატო მერეს” სტუმრებს განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას შეუქმნიან

ახალი წლის ღამეს გარკვეული ადგილები და ადამიანები უფრო მყუდროდ და სასიამოვნოდ აქცევენ. სასტუმრო “შატო მერე” საშუალებას გვაძლევს, შევიქმნათ საუკეთესო გარემო და განწყობა და 2023 წელს აღფრთოვანებით შევხვდეთ.

31 დეკემბერს, “შატო მერეში” ზვიად ბოლქვაძე და ლიზი რამიშვილი ფერად და დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნიან. ისინი, განსხვავებული საახალწლო პროგრამით, “შატო მერეს” სტუმრების განსაკუთრებულ საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ.

“შატო მერე” საშუალებას გაძლევთ, დღესასწაული ოჯახურ და მყუდრო გარემოში გაატაროთ. მოწვეული მუსიკოსები კი თქვენს სასიამოვნო მღელვარებაზე იზრუნებენ.

რაც შეეხება თავად სასტუმროს, “შატო მერე” თელავთან ახლოს, თბილისიდან 90 კმ-ის სავალ მანძილზეა. უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები, საუკეთესო მომსახურება და ფასები ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისთვის. ქვისგან ნაგები სასახლე კოშკებითა და ხის აივნებით კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველს გადაჰყურებს. სასტუმრო კომპლექსში შედის 60 ოთახი, რესტორანი, ორი ღია და ერთი დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზები, სამხატვრო გალერეა, სპა ცენტრი და ღვინის მარანი. რესტორანი და მის წინ გაშლილი ვერანდა ქორწილის, წვეულებისა და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებისათვის საუკეთესო ადგილია.

"შატო მერე"-ს ირგვლივ მრავალი ღირშესანიშნაობაა: შუამთის, ალავერდის და გრემის მონასტრები, ერეკლე მეფის სასახლე თელავში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში და სხვა.

31 დეკემბრის ღამეს, "შატო მერე" თავისი ლოკაციით, ხედებით, კეთილმოწყობით, საახალწლო სუფრითა და განსაკუთრებული მუსიკალური პროგრამით, დიდ ოჯახურ დღესასწაულს გიმზადებთ.

დასაჯავშნად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომრებზე: 0350 200 707

ან ეწვიოთ "შატო მერეს" Facebook გვერდს: Chateau Mere, Kakheti, Georgia

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა