დენის შმიგალი - უკრაინა რუსეთის არა მხოლოდ უშიშროების საბჭოდან, არამედ გაეროდან გარიცხვის საკითხსაც აყენებს

უკრაინა რუსეთის არა მხოლოდ უშიშროების საბჭოდან, არამედ გაეროდან გარიცხვის საკითხსაც აყენებს , - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“რუსეთი უკვე დიდი ხანია არ არის მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო და ამიტომ არ აკმაყოფილებს გაეროს ძირითად კრიტერიუმს. ის ცინიკურად ბოროტად იყენებს უშიშროების საბჭოში თავის ვეტოს უფლებას. ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის აგრესიულ პოლიტიკას უპირისპირდება. ამიტომ უკრაინა მართლზომიერად აყენებს რუსეთის არა მხოლოდ უშიშროების საბჭოდან, არამედ გაეროდანაც გარიცხვის საკითხს”, - თქვა შმიგალმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დღეებში ბოროტების იმპერიის - სსრკ-ის - დაშლის მომენტიდან 31 წელი სრულდება.

“მისმა [სსრკ-ის] მემკვიდრემ - რუსეთის ფედერაციამ - მიისაკუთრა ადგილი უშიშროების საბჭოში. ორგანიზაციის ქარტიისთვის გვერდის ავლით უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობა მსოფლიო თანამეგობრობისთვის თავს იქნა მოხვეული. სამწუხაროდ, მაშინ თანამეგობრობა ჩუმად იყო. ახლა სიჩუმე არ შეიძლება”, - თქვა შმიგალმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა