თამაზ დათუნაშვილი - ჯაბა სამუშიას ჯილდოდ მისცეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა

ეჭვი მაქვს, ჯაბა სამუშიას დაუფასეს სახელისუფლო ექსპერტობის გამოცდილება და ჯილდოდ მისცეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, - ამის შესახებ „ლელოს“ საორგანიზაციო მდივანმა თამაზ დათუნაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშიას არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დირექტორის არჩევის ის ფორმა და წესი, რომელიც ვიხილეთ, მიუღებელია.

„ჯაბა სამუშიას ლტოლვა უმაღლესი აკადემიური თანამდებობისაკენ აქამდე არ იძებნება. ჯაბა სამუშია არის ისტორიკოსი. ის ბევრი კვლევის ავტორია. აქ განმსაზღვრელი არ არის მისი აკადემიური წარმატება. განმსაზღვრელი არის ის, რომ ჯაბა სამუშია საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი იყო. მეორე მხრივ, სახელისუფლო ტელევიზიებში ხშირად ვხედავთ სახელისუფლო ექსპერტის ამპულაში. სამწუხარო ეჭვი მაქვს იმის, რომ ჯაბა სამუშიას დაუფასეს სახელისუფლო ექსპერტობის გამოცდილება და ჯილდოდ მისცეს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა.

თუ სახელმწიფოს მხრიდან არ გაქვს დანიშვნა და კურთხევა მიღებული, პირველ რიგში, თვითონ იტყოდა უარს ამ ტიპის ლეგიტიმაციით, ამ წესით და ფორმით არჩევაზე“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ამასთან, დათუნაშვილმა უნივერსიტეტის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ განვითარებულა, რაც სტაგნაციაზე მეტყველებს.

მისივე შეფასებით, ყველა რეიტინგებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კატასტროფულ ნიშნულებზე. მისივე თქმით, კერძო უნივერსიტეტები ბევრად ხარისხიან დიპლომს აძლევენ სტუდენტებს.

„სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს უნივერსიტეტი მთლიანად დაექვემდებარა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს. სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კონსოლიდაცია მოხდა. ეს ტრადიცია გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკური შინაარსისგან დაცალა საუნივერსიტეტო დაწესებულებები. ამან სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა, უნივერსიტეტი არ განვითარებულა. 20 წლის განმავლობაში სასწავლო გადასახადი არ შეცვლილა. ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ კლასიკური სტაგნაცია გვაქვს. დიახ, უნდა გაძვირდეს სწავლის საფასური. წელიწადში, სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 ათასი დოლარი ჯდება. 3 ათას დოლარად, ვერცერთ ნორმალურ უნივერსიტეტში ვერ ისწავლი. როდესაც სწავლის საფასური ამდენი ჯდება, ზედმეტია ლაპარაკი ხარისხზე, კონკურენტულ დიპლომზე და სწორ განათლებაზე.

ყველა რეიტინგებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კატასტროფულ ნიშნულებზე. საერთაშორისო თვალსაზრისით არაკონკურენტულია, ამასთან, ადგილობრივი თვალსაზრისით არაკონკურენტულია. კერძო უნივერსიტეტები ბევრად ხარისხიან დიპლომს აძლევენ სტუდენტებს.

ის, რასაც სტუდენტები ითხოვენ მიმაჩნია სწორად. სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის ლეგიტიმაციისთვის 40 კაციანი აკადემიური საბჭო არ არის საკმარისი. აქ სტუდენტური თვითმმართველობაც არის ჩასართავი“,- განაცხადა დათუნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო