უკრაინის საგარეო უწყება - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებები უკრაინისა და უკრაინული ერის პათოლოგიურ უგულებელყოფას აჩვენებს

ორბანი თავისი განცხადებებით უკრაინის პათოლოგიურ უგულებელყოფას და პოლიტიკურ ახლომხედველობას აჩვენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული კომენტარი პასუხად მოჰყვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ რუსეთის უკრაინის წინააღდეგ ომი შეწყდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის იარაღით დახმარებას.

“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებები აჩენს უკრაინისა და უკრაინული ერის პათოლოგიურ უგულებელყოფას, რომელიც რუსულ აგრესიას ეწინააღმდეგება და ასევე საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას. ვინაიდან უკრაინის ომში წაგება, რისკენაც ორბანი ირიბად მოგვიწოდებს, მიგვიყვანდა უნგრეთისა და უნგრელებისადმი რუსული აგრესიის პირდაპირი საფრთხისკენ”, - წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უნგრეთის ლიდერმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს სურს თუ არა მას მშვიდობა.

“თუ პასუხი დადებითი იქნება, მან უნდა გამოიყენოს მოსკოვთან თავისი ახლო კავშირები, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს და ჯარები გაიყვანოს”, - წერია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა