ანალენა ბერბოკი - ამ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები ვერ გვექნება - გვსურს დავინახოთ მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც არაა საფრთხე მეზობლებისთვის, მაგრამ მოდით, ილუზიები არ გვქონდეს

ამ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები ვერ გვექნება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუმინულ პორტალ Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მკაფიოდ უნდა გვქონდეს გააზრებული: ამ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები ვერ გვექნება. როგორც ბევრ რუსს, გვსურს დავინახოთ მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც არაა საფრთხე თავისი მეზობლებისთვის. მაგრამ მოდით ილუზიები არ გვქონდეს - ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ მიზანი უნდა იყოს მუდმივ საფუძველზე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაძლიერება”, - თქვა ბერბოკმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას გააგრძელებს მანამ, სანამ გრძელდება “უხეში აგრესიული ომი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა”, ვინაიდან “უკრაინა ასევე ევროპის თავისუფლებას იცავს”.

“სწორედ ამიტომ ვიქნებით მის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით”, - თქვა ბერბოკმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო