კახა კალაძემ  უკრაინელ მოზარდებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა

უკრაინელი მოზარდები, რომლებიც თბილისის მერიის მოწვევით და სრული დაფინანსებით უკვე კვირაზე მეტია თბილისში იმყოფებიან, დღეს თბილისის მერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახა კალაძემ უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა. მოზარდები ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტსაც დაესწრნენ.

საფეხბურთო გუნდის წევრებმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისთვის და საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატი აჩუქეს.

„მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ, რომ არასდროს, არასდროს აღარ გენახოთ ომი. მშვიდობა და კეთილდღეობა ჰქონოდეს უკრაინას და ბევრი დღესასწაული გეზეიმოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ მოზარდებთან შეხვედრაზე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრები თბილისში, „დინამოს აკადემიის“ ბაზაზე ცხოვრობენ, ატარებენ მატჩებს, ესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგებს თუ საგანმანათლებლო ტურებს, რის ხარჯებსაც თბილისის მერია უზრუნველყოფს.

„თბილისის მერია მასპინძლობს მიკოლაივის სპორტული სკოლის აღსაზრდელებს და მათ მწვრთნელებს "დინამოს აკადემიის" ბაზაზე. ძალიან საინტერესო პროგრამა აქვთ - ვარჯიშები, ქალაქის ტური. სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ფარგლებში დავათვალიერებინეთ დედაქალაქი, სახელოვნებო სივრცეები, ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგებიც. ვიმედოვნებთ, ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით წავლენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და სხვადასხვა სპორტული და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აუცილებლად მოვიწვევთ მომავალშიც. ვფიქრობ, ასეთ მძიმე და სტრესულ მდგომარეობაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

ამასთან, მერიაში აღნიშნავენ, რომ „საახალწლო სოფელში“ მერთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ანდრია ბასილაია იმყოფებოდნენ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის