იტალიის პრემიერ-მინისტრმა კიევში ჩასვლის სურვილი დაადასტურა და ვოლოდიმირ ზელენსკი რომში მიიწვია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში ჩასვლის სურვილი დაადასტურა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში დაპატიჟა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის პრესსამსახურის მიერ ზელენსკისა და მელონის შორის გამართული სატელოფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

განცხადების თანახმად, “გულითადი საუბარი” იტალიისა და უკრაინის ლიდერებს შორის 28 ოქტომბრის შემდეგ პირველად შედგა.

“მელონიმ დაადასტურა კიევის იტალიის მთავრობის მიერ სრული მხარდაჭერა პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და უკრაინის შემდგომ აღდგენაში”, - წერია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა რომის მზაობა ყველა ქმედებებისთვის, რომლებიც “მიმართული იქნება უკრაინული ერისთვის სამართლიანი მშვიდობის მიღწევისკენ”.

“პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა კიევში ვიზიტის განზრახვა და პრეზიდენტი ზელენსკი რომში მიიწვია”, - წერია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი