ცოტნე კობერიძე - ღარიბაშვილმა არ დამიტოვა განცდა, რომ კონკრეტული ხედვა აქვთ, უბრალოდ ბაქი-ბუქია - მონაკოზე და მონტე-კარლოზე მეცინება, ჩანს, რომ ადამიანს შინაარსზე არ აქვს ნაფიქრი

ღარიბაშვილმა არ დამიტოვა განცდა, რომ აქვთ კონკრეტული ხედვა, რასაც მიყვებიან, უბრალოდ კარგი სიტყვების ბაქი-ბუქია, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძე განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, 2022 წლის ანგარიშის წარდგენა შეაფასა.

ამასთან, კობერიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველო ძალიან მალე მიიღებს, რაზეც აღნიშნა, რომ საახალწლოდ ოპტიმისტურად თქმა, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვეცემა, აწყობთ.

„პრემიერის ანგარიშის წარდგენაში ერთი წინადადებაც არ არის ნათქვამი კონკრეტულად რა გაკეთდა წელს, რის შედეგადაც ეს შედეგი მივიღეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ინსტიტუციურად არ გვაქვს მოწყობილი, რომ მდგრადად გაგრძელდეს ეკონომიკური გზა. არ ჩანს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა, იმიტომ, რომ რეფორმა ამ მიმართულებით არ გატარებულა. არაბუნებრივია ეკონომიკური ზრდა. საქართველოში შემოსული არიან რუსები და სხვები, რომლებმაც ქვეყანაში ფული შემოიტანეს, რაც ცუდი არ არის. ასეთი ფული მინდა და ისეთი არ მინდა, ასე არ არის.

ღარიბაშვილმა არ დამიტოვა განცდა, რომ აქვთ კონკრეტული ხედვა, რასაც მიყვებიან, უბრალოდ კარგი სიტყვების ბაქი-ბუქია.

გასაკვირია ის, რომ ამომრჩეველს გუშინ და გუშინწინ ეუბნებოდნენ, რომ დასავლეთს ჩვენი ომში ჩათრევა უნდა და 12 პუნქტი ფარატინა ქაღალდია და დღეს უცებ პირიქით დაიწყო საუბარი. იციან, რა მომენტში აწყობთ ასეთი მესიჯები და როდის - არა. საახალწლოდ ოპტიმისტურად თქმა, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვეცემა, აწყობთ“, - განაცხადა კობერიძემ.

მან ასევე შეაფასა პრემიერის განცხადება, რომ გაერთიანების შემთხვევაში, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო. კობერიძის თქმით, ასეთი განცხადებაში ჩანს, რომ ადამიანს შინაარსზე არ აქვს ნაფიქრი.

„არ მინახავს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც აფხაზეთზე ესაუბრა. მონაკოზე და მონტე-კარლოზე მეცინება. ასეთი განცხადებაში ჩანს, რომ ადამიანს შინაარსზე არ აქვს ნაფიქრი. ეს ჩემთვის „ბანძი“ შინაარსია. აფხაზეთმა უნდა იცოდეს, საზღვარს, როცა გადმოკვეთს ბევრად კარგ ქვეყანაში ხვდება“, - აღნიშნა კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა