უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტს - რადას - მომავალ წელს უკრაინის საგარეო და შიდა ვითარებასთან დაკავშირებით მიმართავს.
უკრაინის პირველი პირის თქმით, ეს კვირა მისი ქვეყნისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება.
„ჩვენ ვხვდებით მომავალ წელს და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული მიზნების საერთო გაგება. რა თქმა უნდა, ეს არის მტრისგან ჩვენი მიწის განთავისუფლება, ისევე როგორც უკრაინის აღდგენა, ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნება, მთავარ პარტნიორებთან ჩვენი სახელმწიფოს შემდგომი დაახლოება, უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა მსოფლიოში - ეს ყველაფერი უახლოესი მომავლის ამოცანებია, და არა მარტო სახელმწიფოსთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. უკრაინის საგარეო და შიდა ვითარების ამ ამოცანების განხორციელების შესახებ მალე მე წარმოვადგენ ჩემს შეხედულებებს რადაში ყოველწლიურ გზავნილში. მე მინდა, რომ ეს მოხსენება იყოს არა ანგარიში, არამედ ჩვენი საუბარი მომავალი წლის შესახებ“, - დასძინა ზელენსკიმ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"