საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და მეცნიერთა კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი¬ და ¬უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუ-ის სტუდენტთა და მეცნიერთა საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები; მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პრო¬ფე¬სორი, მეუფე ანანია; ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი; აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი; ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია; წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი; მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი; ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე; სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი. აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, რამაზ ხეცურიანი, თამაზ შილაკაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, იმ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთ ეროვნულ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი, მათ შორის, თეოლოგიის საუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრის დაარსებისთვის იღვაწეს.

„45 წელიწადია, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უდგას სათავეში. ამ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ მრავალი განსაცდელი გამოიარა და მიუხედავად სირთულეებისა, შეუძლებელია გავიხსენოთ დრო, როცა ერის სულიერ მამას ახალგაზრდობასთან კავშირი გაეწყვიტოს. პატრიარქი ყოველთვის ფხიზლად ადევნებდა თვალ-ყურს ახალი თაობის აღზრდას, სულიერ ფასეულობებს და ზრუნავდა მათ მომავალზე. ამის დასტურია მისი არაერთი ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ნიშანდობლივია, რომ 20 წლის წინ, სტუ-ში გაიხსნა თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, სადაც დღემდე, მეუფე ანანიას ხელმძღვანელობით, წარმატებით ტარდება თეოლოგიური კვლევები, გამოიცემა ისტორიული, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურა. ცოტა ხნის წინ, ილია მეორეს გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის და დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყველა ჩვენთაგანისთვის. ჩვენი, პედაგოგების ვალია, მომავალი თაობა იცნობდეს ერის სულიერი მამის ცხოვრების გზას, ამიტომ უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პატრიარქის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ჩატარდეს კვლევითი სამუშაოები, რათა ახალმა თაობამ უკეთ გაითავისოს ჩვენი ქვეყნის ეკლესიის საჭეთმპყრობელის ღვაწლისა და შრომის შედეგები“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციას სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილმა და სხვებმა. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, სტუ-ის ადმინისტრაციას ღონისძიების ორგანიზებისათვის და ხაზგასმით აღნიშნეს საგანმანათლებლო სივრცეში ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუ-ის სტუდენტთა და მეცნიერთა საიუბილეო კონფერენციზე მოხსენებით წარსდგა მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მეუფე ანანია (ჯაფარიძე). კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემა, მათ შორის: „ერის სულიერი წინამძღოლი“, - მომხსენებელი ჯემალ გახოკიძე; „ეპოქალური 45 წელი“, - მომხსენებელი თეოლოგიის პროგრამის პირველი კურისის სტუდენტი სალომე ბრეგვაძე; „პატრიარქის როლი სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში“, - მომხსენებელი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი შიოშვილი; „კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს ეკლესიის საზღვარგარეთ არსებული სტატუსი“, - მომხსენებელი თეოლოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე; „ერის მამა“, - მომხსენებელი სტუ-ის პროფესორი ვაჟა ოთარაშვილი და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა