თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, „არმიჰოლში“ 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გმირების შვილებს სადღესასწაულო განწყობა ქართული ესტრადის მომღერლებმა - ლაშა ღლონტმა, ანრი ჯოხაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, დათუნა სირბილაძემ, ოთო ნემსაძემ, ანდრია გველესიანმა და ანი კეკუამ შეუქმნეს. საახალწლო კონცერტზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მაყურებლისთვის საახალწლო კომპოზიციები შეასრულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო