კახა კალაძე - უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ვიცით, რას ნიშნავს ომი - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს

მშვიდობას რა ფასი აქვს, ყველაზე უკეთ ეს დღეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის, ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად, გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმაც ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს, როდესაც ქვეყანაში ომია და ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასიც, გაუგებარია რატომ ებრძვიან პოლიტიკური ოპონენტები საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“, რომელსაც დედაქალაქის მერის შეფასებით ბევრი სპეკულაცია მოჰყვა.

„დღევანდელი ანგარიში, ასევე, მინდა დავიწყო იმის შეხსენებით, რომ ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები, მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როცა წლევანდელ საახალწლო სლოგანს - „მშვიდობის ქალაქი“, არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ, მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ყველაზე უკეთ ეს დღეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის, ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს.

უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძოდნენ და ებრძვიან ამ სლოგანს. თუმცა თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხსა და ვიწროპარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო