გიული ალასანია - სასამართლო პროცესის გაჭიანურების ტენდენციაა - ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი ერთი დღეც არ შეწყვეტილა

ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს. 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანია ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა.

„დეტალები არ ვიცი, რამდენად მისცემენ შესაძლებლობას სასამართლო პროცესზე ჩაერთოს და სიტყვით წარსდგეს. პროცესი სწრაფად რომ უნდა წარიმართოს ამას ყოველთვის ვიმეორებ, ტენდენციაა პროცესის გაჭიანურებისკენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის გამოკითხვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქიატრის, ერიკ დევიდ გოლდსმიტის დაკითხვა, ამ ადამიანის დაკითხვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად ომში ვართ, ომი გვაქვს, 2008 წლის ომი გრძელდება, ეს ომი არცერთი დღე არ შეწყვეტილა“, -აცხადებს ალასანია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა