2023 წლის 1 იანვრიდან შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge ხელმისავწდომი ხდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2023 წლის 1 იანვრიდან, უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, infohub.rs.ge წარმოადგენს ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიან სისტემას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი.

„აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ, ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდება.

Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული საინფორმაციო ბაზა - Infohub ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას, ის შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირს მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

აქვე გაცნობებთ, რომ Infohub-ის შექმნის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, შემოსავლების სამსახურში 2021 წლიდან მიმდინარეობს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს