ბელარუსში 3 პირს, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში ტრანსპორტირების აღკვეთა სცადეს, 21-23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბელარუსში 3 პირს, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში ტრანსპორტირების აღკვეთა სცადეს, 21-23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განმარტებით, ოლეგ მოლჩანოვმა, დმიტრი რავიჩმა და დენის დიკუნმა, 28 თებერვალს ცეცხლი წაუკიდეს რკინიგზის სადგურის გადაცემის კაბინეტს. მათი ქმედების შედეგად კი, გზის ამ სექციაზე, რომელიც უკრაინას უკავშირდება, შუქნიშნები და ისრები გარკვეული დროის განმავლობაში წყობიდან იყო გამოსული.

ბელარუსის სასამართლო „რკინიგზის პარტიზანებს“ ტერორიზმის, ღალატის, საკომუნიკაციო გზების განზრახ დაზიანებასა და ექსტრემისტულ ფორმირებაში მონაწილეობას ედავებოდა.

გომელში გამართულმა სასამართლომ მოლჩანოვს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რავიჩს 22 წლით, დიკუნს კი 23 წლით. ამასთან, ისინი დააჯარიმეს 4,800 ბელარუსული რუბლით და ჩხრეკისას აღმოჩენილი მათი ქონების კონფისკაციაც მოახდინეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო