თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, სხდომის მიმდინარეობისას, უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, სხდომის მიმდინარეობისას, უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

პატივის მიგების ინიციატორი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი ონიანი იყო.

„უკრაინაში 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ვიდრე სიტყვით გამოვიდოდე, მინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას," - მიმართა ონიანმა დეპუტატებს.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ინიციატივით გამოვიდა, თბილისში არსებულ სკვერებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელები დაერქვას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში