საკრებულოს სხდომაზე ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა.

დაპირისპირება გამოიწვია იმ კითხვებმა, რომლებიც ოპოზიციის ნაწილში სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გამოჩენამ გამოიწვია. ოპოზიციონერების თქმით, იანტბელიძე კორცხელის ინციდენტის მონაწილე იყო.

შეხლა-შემოხლა უშუალოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კოტე ზარნაძემ ოპოზიციონერთა შეფასებები გააპროტესტა და სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება „ზონდერი“ არ ეკუთვნის.

„მეგობრებო გიორგი იანტბელიძე იცით ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება. ეს არის მწვრთნელი, ღირსეული ადამიანი“,- განაცხადა კოტე ზარნაძემ.

აღნიშნულის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. „ემოციაც არის და ემოციაც. გარკვეული პროტესტის გამოხატვაც მინახავს, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახეთ, ნამდვილად არ ჯდება საკრებულოს წევრის არანაირ ლოგიკაში. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, ირაკლი ეძგვერაძე ახლა არ იმყოფება დარბაზში, სანამ არ დაწყნარდება და არ დამშვიდდება, მოუწოდეთ, არ შემოვიდეს. არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა მიყენებული. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას კრიტიკული მოსაზრება უთხრას, მაგრამ ქუჩაში არ ვართ“,- განაცხადა ტყემალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო