ვასო ურუშაძე - კახა კალაძის ხუთწლიანი „მმართველობა” თბილისელებს, ხარჯის სახით, ხუთი მილიარდი დაუჯდათ - ნამდვილად დამაიმედებელია, როცა ის გვპირდება, რომ აღმშენებლობა გაგრძელდება

კახა კალაძის ხუთწლიანი „მმართველობა” თბილისელებს, ხარჯის სახით, ხუთი მილიარდი დაუჯდათ. ნამდვილად დამაიმედებელია, როცა ის გვპირდება, რომ აღმშენებლობა გაგრძელდება, - ამის შესახ სამოქალქო პლატფორმა 20/20-ის წევრი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დედაქალაქის მერმა დაპირებები არ შეასრულა.

„თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს ტრიბუნიდან ურცხვად აცხადებს, რომ თბილისის აღმშენებლობა გაგრძელდებაო. ამ დროს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია და შეგვიძლია ჩამოვთვალოთ როგორ გამოიყურება კახა კალაძის აღმშენებლობა: დაპირება დიღმის მიმართულებით მიწის ზედა მეტროს მშენებლობის შესახებ-არ შესრულდა.

დაპირება "ვეფხი და მოყმის" მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის შესახებ - არ შესრულდა.

დაპირება ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის შესახებ-არ შესრულდა.

დაპირება თბილისში 12 ლოკაციაზე მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ-არ შესრულდა. დაპირება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობის შესახებ-არ შესრულდა.

დაპირება მეტროს სადგურ გურამიშვილის რეაბილიტაციის შესახებ - არ შესრულდა.

დაპირება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის და შუქნიშნების მოწყობის შესახებ - არ შესრულდა.

დაპირება ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციის შესახებ- არ შესრულდა.

დაპირება სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთაზე საბაგიროს მოწყობის შესახებ-არ შესრულდა. დაპირება მეტროსსადგურ სადგურის მოედნის რეაბილიტაციის შესახებ-არ შესრულდა. დაპირება 10 სატრანსპორტო გამჭოლი საავტობუსო დერეფნების მოწყობის შესახებ-არ შესრულდა.

დაპირება 200 თვრამეტმეტრიანი ელექტრო ავტობუსების შეძენის შესახებ-არ შესრულდა.

დაპირება დედაქალაქში ტრამვაის ხაზის აღდგენის პროექტის მომზადების შესახებ-არ შესრულდა.

დაპირება თბილისში "შტადლერის" მატარებლების წარმოების დაწყების შესახებ-არ შესრულდა.

დაპირება თბილისში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივებისა და მისი სათადარიგო ნაწილების ქარხნის მშენებლობის შესახებ-არ შესრულდა.

დაპირება მეტროს სადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის შესახებ-ჯერ კიდევ შეუსრულებელია.

უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება, მაგრამ შორს წაგვიყვანს, ვფიქრობ საკმარისია კახა კალაძის პოლიტიკური კრახის შესაფასებლად.

ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, რა გაკეთდა? - 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, 5-ჯერ გაიზარდა არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის ოდენობა, 10 ლარის ნაცვლად დღეს 50 ლარით გვაჯარიმებენ, მაშინ როცა პარკირების ადგილების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემცირდა 4 000-ით, 2017 წელს ის იყო 32 ათასი დღეს კი სულ რაღაც 28 ათასია, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი 5 მილიარდი ლარის სანაცვლოდ მოხდა. დიახ, კახა კალაძის ხუთწლიანი “მმართველობა” თბილისელებს ხარჯის სახით ხუთი მილიარდი დაუჯდათ. ნამდვილად დამაიმედებელია, როცა ის გვპირდება, რომ აღმშენებლობა გაგრძელდება!", - წერს ვასო ურუშაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო