სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ უკრაინელი დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციების პარტნიორებთან ერთად აგრძელებს

სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად საქართველოში უკრაინელი დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციების სერიას აგრძელებს.

ამჯერად, თბილისის 220-ე საჯარო სკოლაში, არსებულ უკრაინული სექციის მოსწავლეებს, „შენმოქმედმა“, კომპანია „ბარამბოსა“ და გამომცემლობა „პალიტრა-L”-თან ერთად, ფონდი "პროდემოსის" მხარდაჭერით, CDD-სა და სექტორი 3-ის ჩართულობით, ახალი წელი მიულოცა.

ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი. 200-ზე მეტ პატარას საჩუქრები გადაეცა და დამდეგი ახალი წელი თოვლის ბაბუამ მიულოცა.

„ერთად და ერთობით, ყველაფერს შევძლებთ! სწორედ ერთმანეთის გვერდში დგომით, სოლიდარობით და რესურსების გაერთიანებით შევძლებთ წინსვლას!" - განაცხადა მოძრაობა „შენმოქმედის“ თავმჯდომარემ პაატა ყვავაძემ ღონისძიების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი