პაპი ფრანცისკეს განცხადებით, მისი წინამორბედი, ყოფილი პაპი, ბენედიქტ XVI „ძალიან ავადაა“

პაპი ფრანცისკეს განცხადებით, მისი წინამორბედი, ყოფილი პაპი, ბენედიქტ XVI „ძალიან ავადაა“.

მედიის ცნობით, პონტიფიკოსმა გენერალური აუდიენციის დასასრულს, მორწმუნეებს კათოლიკური ეკლესიის ყოფილი მეთაურისთვის ლოცვა სთხოვა.

„მსურს თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ ემერიტუსი პაპი ბენედიქტესთვის განსაკუთრებული ლოცვა აღავლინოთ“, - მოუწოდა პაპმა მრევლს.

ემერიტუსი პაპი ბენედიქტე XVI 95 წლისაა. ის 2013 წელს გადადგა, რაც უკანასკნელი 600 წლის განმავლობაში პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც პონტიფიკოსმა ტახტი დატოვა.

როგორც დასავლური მედია წერს, ყოფილი პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვატიკანი, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია