„ლისი დეველოპმენტმა“ „გალტ & თაგარტის“ დახმარებით 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში წარმატებით განათავსა

სს „ლისი დეველოპმენტმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

მათი განმარტებით, პირველი ტრანში - 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები, „გალტ & თაგარტის“დახმარებით წარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე, ხოლო მეორე ტრანშის გამოშვება 2023 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ რიგით მეორე ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.50%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 23 დეკემბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტია“.

„2018 წლიდან, ჩვენი კომპანიისთვის ეს გახლავთ ობლიგაციების რიგით მესამე განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს „ლისი დეველოპმენტის“ სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და დადებით მოლოდინებზე კომპანიის მიმართ. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ პოსტ პანდემიისა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, წარმატებით შესრულებული განთავსება „გალტ & თაგარტისა“ და „ლისი დეველოპმენტის“ მაღალპროფესიონალური გუნდის დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ გაწეული შრომისათვის.“, - განაცხადა „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა.

ასევე, "გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ტრანზაქციების მიმართ ინვესტორების მხრიდან ნდობა გაზრდილია.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციების პირველი ტრანშის განთავსებაში. ეს ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტის“ მეორე ერთობლივი განთავსებაა, რაც მეტყველებს როგორც „ლისი დეველოპმეტის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავსი ტრანზაქციების მიმართ ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის