გიული ალასანიას ინფორმაციით, ხვალ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად არ დაესწრება.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ „სასამართლო ოდნავ მაინც ობიექტურია“ მოწმეების გამოკითხვა ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის დაკითხვით უნდა დასრულდეს.

„ის არ აპირებს დისტანციურად ჩართვას, აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მაინც ვერ ჩართავენ და ხომ ვიცით, როგორც მთავრდება. მას შემდეგ, რაც გამოიკითხა ფსიქიატრი, ერიკ დევიდ გოლდსმიტი და ახლა გამოიკითხება ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი, მე რომ მკითხო ამით ყველაფერი უნდა დამთავრდეს და სასამართლოს მეტი არაფერი უნდა აინტერესებდეს, თუ არის ოდნავ ობიექტური.

ძალიან კარგია უკრაინის კონსული რომ არის მოსული. არც ისე ხშირად დადის, მაგრამ კარგია, რომ მოვიდა იმიტომ, რომ ეს ადამიანი უკრაინის მოქალაქეა და აღმოჩნდა საერთოდ, რომ ნამდვილი მეგობრები ამ ადამიანს სწორედ უკრაინაში ჰყავს“, - აღნიშნა ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო