კახა კალაძე - თქვენ თუ დამისვამთ კითხვას - კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი

თქვენ თუ დამისვამთ შეკითხვას - კმაყოფილი ვარ თუ არა, იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, მე გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

კალაძე თბილისის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული იქნება.

„შეუძლებელია იყო კმაყოფილი, რადგან ჯერ რეფორმა არ დასრულებულა და ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. ჩვენ გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე რთულ ეტაპს ყველანაირი თვალსაზრისით. თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულება ავიღოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუნდაც ავიღოთ შესაბამისი ზოლების გაჩენა ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის. ეს ყველაფერი სიახლეა საზოგადოებისთვის და შეიძლება არც იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ცხადია, მე არავის მოვუწოდებ და არ იფიქროთ, რომ გამოვდივარ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და მოგიწოდებთ - "მანქანები გააჩერეთ და აუცილებლად გადადით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე" - არა მეგობრებო, ეს თქვენი ნებაა. ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქის უფლებაა იმგზავრებს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ეკო-მეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედით, თუ ფეხით. ეს მათი არჩევანია, უბრალოდ მე ერთ რამეს ვპირდები თბილისის მოსახლეობას, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იქნება კომფორტული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ღირსეულად ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსხვავებული ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან იცით რაიმე ისეთი, რაც გასაკეთებელია და ჩვენ არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს რჩევას", - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო