კახა კალაძე - არასდროს მითქვამს თბილისის საკეთილდღეოდ საკრებულოში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი - ცალმხრივი ვერაფერი იქნება, ვერც ურთიერთობა, ვერც მეგობრობა, ვერც სიყვარული, სიყვარულს არ ვითხოვ

მე დღესაც გიდასტურებთ მზაობას, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, - ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში მყოფ ოპოზიციას მიმართა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა, მთავრობის სხდომებს დასწრებოდა და სასურველი თემები მოეტანა.

„მე არასდროს მითქვამს თბილისის საკეთილდღეოდ საკრებულოში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი. შეიძლება ჩვენ მეგობრები არ ვიყოთ, შეიძლება რაღაცები ერთმანეთის არ მოგვწონდეს, მაგრამ ის, რომ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით, ჩემი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა. დამეთანხმებით, რომ ცალმხრივი ვერაფერი იქნება, ვერც ურთიერთობა, ვერც მეგობრობა, ვერც სიყვარული, სიყვარულს არ ვითხოვ. უბრალოდ, თბილისისთვის საკეთილდღეო საქმეების კეთებაში მე ყოველთვის მზად ვარ და ყოველთვის ვამბობდი, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მაგრამ რა მივიღეთ თქვენი მხრიდან? მივიღეთ შეურაცხყოფა, მივიღეთ ცილისწამებები, გარკვეული შოუების მოწყობა. ქალბატონო ლილე(ლიპარტელიანი), თქვენ გქონდათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ დასწრებოდით მთავრობის სხდომებს და მოგეტანათ თქვენთვის სასურველი თემები, გაგვევლო.

შესაბამისად, მე დღესაც გიდასტურებთ მზაობას, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მე არ მაქვს ამის პრობლემა და არ იფიქროთ, რომ ჩვენ რაღაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს და თბილისის საკეთილდღეო თემებზე უარი გითხრათ თანამშრომლობაზე. მე არჩევნების დროს ვთქვი, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც საუბრობდა სამომავლო გეგმებზე, პროექტებზე, დედაქალაქში რა უნდა გაკეთებულიყო და თქვენი მხრიდან ვიღებდი შეურაცხყოფას“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო