საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Post ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა.

France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, სავარაუდოდ, დღეს ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა.

ამასთან, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გაზრდის.

გარდა ამისა, France 24-ის რეპორტიორი იწუყება, რომ უკრაინაში ზოგიერთი ჯერ კიდევ გაბრაზებულია ომის დროს მაკრონის მიერ გაკეთებული კომენტარებით, სადაც საფრანგეთის ლიდერი მიუთითებდა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს მშვიდობის სანაცვლოდ დათმობაზე წასასვლელად.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი