პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს, ისინი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა შეწყალებას“, „სამუდამო!“.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენს გვერდით დგანან. სალომე ზურაბიშვილს აქვს დრო გამოვიდეს და გვითხრას, რომ არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლალი მოროშკინამ.

პროტესტის კიდევ ერთი მონაწილის ჯამბულ გამცემლიძის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მსგავსი შინაარსის გამოსვლა ქუჩაში ხშირი იქნება.

„ისე არ მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იყოს, იმ ციხეში სადაც მას ეკუთვნის და არა იქ სადაც ის არის დღეს. ამბობს ეს მტარვალი, თურმე ციხეში ვერ ძლებს. წამოვიდეს და ნახოს ჩემი გიორგი როგორ წევს მიწაში, ბუტა რობაქიძე როგორ ძლებს მიწაში, გურამ შარაძეს როგორ ესროლა ვიღაც მტარვალმა, მიხეილ სააკაშვილის დავალებით. თქვენ გგონიათ, რომ ის ადამიანები რომელთა ლიკვიდაციაც ქუჩაში მოხდა, ეს იმ მკვლელების ინიციატივა იყო?! - არა ბატონებო! მიხეილ სააკაშვილი ექსპერიმენტს ატარებდა საქართველოში, რათა ადამიანები ისე დაეშენებინა, რომ ღამე რომ გეთქვა მიშა ყველას კანკალი უნდა ასტეხოდა. მოგიწოდებთ ყველას დღეს ჩვენი აქ ყოფნა არის გამაფრთხილებელი აქცია, ეს აქციები იქნება ძალიან ხშირად, კიდევ დიდი მასშტაბით. ვაჩვენებ იმ დედებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, როგორ უნდა ხელის მოწერა, ჩვენც დავიწყებთ ხელისმოწერას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2023 წელი გაუთენდეს საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის” გარეშე”,-განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო