ლატვიის ელჩი - ამ გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანია ყველა პარტია, სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და მჭიდროდ იმუშაონ რეკომენდაციების შესრულებაზე - საჭიროების შემთხვევაში, მისასალმებელია კომპრომისზე წასვლა

ქართველმა ხალხმა გამოხატა ძლიერი სურვილი, იყოს ევროკავშირის ნაწილი და ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ რამდენად კარგად შეასრულა საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, ნაადრევია.

„რეკომენდაციების შესრულების შეფასება მხოლოდ გაზაფხულზე დაიწყება და შემდეგ ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა ოქტომბერში იქნება მოსალოდნელი. შემდეგ კი, წლის ბოლოს, ევროკავშირის საბჭო გააკეთებს შეფასებას საქართველოს მიღწევების შესახებ. ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და მჭიდროდ იმუშაოს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მისასალმებელია, კომპრომისზე წასვლა. ბოლოს და ბოლოს, ქართველი ხალხი მათ შეაფასებს, თუ რამდენად შეასრულეს მათ საკუთარი მოვალეობა“, - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩი გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საშობაო მიღებაზე მიიწვია ყველა ელჩი და მისიის ხელმძღვანელი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს ყველაზე ღირებული პარტნიორები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. მან ასევე შეაქო აშშ-ს ელჩ კელი დეგნანის წარმატებული საქმიანობა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მე და ჩემმა კოლეგებმა პოლიტიკურ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მხრიდან შევამჩნიეთ ანტიდასავლური პროპაგანდა და ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ განცხადებებით, რომ თითქოს, დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩაბმას. ეს ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ კომენტარს არ გავაკეთებ. რაც მთავარია ქართველმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 89% ფიქრობს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია და არა დასავლეთი“, - განაცხადა ელჩმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა