ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ედიტე მედნემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ადამიანური უფლებების დაცვასა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაზე.
„ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მისი ადამიანური უფლებების დაცვასა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაზე. მაგრამ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დიახ, ჩვენ თანახმა ვიქნებოდით მის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით ზუსტი სამედიცინო დიაგნოზი. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ლატვია საუკეთესო ადგილი მისთვის, ამიტომ ისევ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ“,- განაცხადა ელჩმა.