კახა კალაძე - საუბარია იმაზე, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს - საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის

საუბარია იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. თუ გნებავთ ჩემი დამოკიდებულება გეტყვით - საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის, თუ ეს არის წინაპირობა, დაიტოვონ თავისთვის! - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კალაძის თქმით, არ არსებობს ქვეყანაში ადამიანი, „ვისაც იმაზე მეტი გაეფუჭებინოს ქართველი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რამდენიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი პოლიტიკით და თავისი შემოქმედებით“.

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, გვაქვს კანონები, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვცეთ პატივი. როდესაც ტოლობის ნიშანი ისმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-არ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და საუბარია იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. თუ გნებავთ ჩემი დამოკიდებულება გეტყვით - საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის, თუ ეს არის წინაპირობა, დაიტოვონ თავისთვის. რაც შეეხება ქვეყანას, მთავრობას - ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა 12 პუნქტის შესრულებაზე. მაშინ, საერთოდ რა საჭირო იყო ამ 12 პუნქტის წარმოდგენა და დავალდებულება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო შესრულებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და ყველაფერი გაკეთდა 2012 წლის შემდეგ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს - მიხეილ სააკაშვილის შემოტანა ქვეყანაში, როგორც განუბაჟებელი საქონლის თავიდანვე დაგეგმილი იყო და დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მიზანმიმართული პიარ-კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ავად არის და საქართველოში ვერ ხდება მისი განკურნება და უნდა მოხდეს ქვეყნის გარეთ გაყვანა. ვინმემ არ იფიქროს, რომ ვიღაცას უხარია ვიღაცის დაჭერა, ან პატიმრობა, არავითარ შემთხვევაში! უამრავი პატიმარი ჰყავს ქვეყანას და როდესაც შენ ხარ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელმაც რეალურად შექმნა ის რეჟიმი, რაც ხდებოდა და როგორი დამოკიდებულებაც იყო ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ ქვეყანაში. არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც იმაზე მეტი გაეფუჭებინოს ქართველი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რამდენიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი პოლიტიკით და თავისი შემოქმედებით. ახლა არ დამიწყოთ, რომ არ იცოდა ციხეებში რა ხდებოდა, ინფორმაცია არ ჰქონდა, თურმე ახალაიებს არ იცნობდა და ა.შ. ყველამ ყველაფერი იცოდა. ასე, რომ ჩვენ არავის დაჭერა არ გვიხარია, არავის ციხეში გამოკეტვა არ გვიხარია, მაგრამ კანონი უნდა იყოს აღსრულებული და დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი. დღესაც ვერ გაგიაზრებიათ, რომ გამოხვიდეთ საზოგადოებას ბოდიში მოიხადოთ, სინანული გამოხატოთ და შენდობა ითხოვოთ. იმიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ხართ და იმიტომ არის, რომ თქვენი პარტიის ხელმძღვანელი იქნება ლევან ხაბეიშვილი", - განაცხადა კალაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ