საბა ბუაძე კახა კალაძეს - ღარიბაშვილზე და კობახიძეზე უკეთესი მეგონეთ, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არაფრით უკეთესი არ ხართ

თქვენ მეგონეთ ღარიბაშვილზე და კობახიძეზე უკეთესი როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არაფრით უკეთესი ირაკლი ღარიბაშვილზე და ირაკლი კობახიძეზე არ ხართ, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

ბუაძის შეფასებით, კახა კალაძეს დაპირებების ვერშესრულება, წარუმატებელი მმართველობის შედეგია.

„სამწუხაროდ, თქვენ უკვე დაიწყეთ პოლიტიკური მემკვიდრეობის გამოჭედვა. მე, როდესაც ამ მოწვევის საკრებულოს წევრი გავხდი, თქვენ მეგონეთ ღარიბაშვილზე და კობახიძეზე უკეთესი, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არაფრით უკეთესი ირაკლი ღარიბაშვილზე და ირაკლი კობახიძეზე არ ხართ. თქვენთვის, შეიძლება, ეს კომპლიმენტი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, გამგები გაიგებს რაზე მაქვს საუბარი. რაც შეეხება შეუსრულებელ დაპირებებს, მინდა გაგახსენოთ მეტროსადგურების რეაბილიტაცია. მინდა შეგახსენოთ, 200 18-მეტრიანი ავტობუსი და ასევე, მინდა ხაზი გავუსვა თქვენ უარი თქვით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თბილისისთვის შემოთავაზებულ ძალიან შეღავათიან სასესხო ხელშეკრულებაზე, რითაც თბილისელებს დააკარგვინეთ ძალიან ბევრი ფული, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო უამრავი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ყველა მიმართულებით თქვენ გაქვთ შეუსრულებელი დაპირებები და პრობლემები. ეს არის წარუმატებელი მმართველობა და წარუმატებლობას აქვს თავისი ახსნა - ეს არის კორუფცია, უცოდინრობა და გადამწყვეტ მომენტში ისტორიის არასწორ მხარეს ყოფნა", - მიმართა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძეს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა