დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 250-მდე ეკომიგრანტ ოჯახს სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 250-მდე ოჯახს სახლებს შეუსყიდის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ.

2022 წელს, უსაფრთხო გარემოში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 270-მდე ოჯახი განსახლდა და ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო