კრემლის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად ნებისმიერი სამშვიდობო წინადადება „ახალ რეალობას“ უნდა დათანხმდეს, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ანექსიას გულისხმობს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არ შეიძლება იმ გეგმის მიღება, რომელიც რუსეთის მიერ შექმნილ ამ „რეალობას“ არ ითვალისწინებს.
„მოდით დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ ამჟამად არ არსებობს „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის. ისევ და ისევ, არ შეიძლება რაიმე სამშვიდობო გეგმის მიღება უკრაინისთვის, რომელიც არ ითვალისწინებს დღევანდელ რეალობას რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ოთხ ახალ რეგიონს [დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონის ოლქები] მოიცავს“, - განაცხადა პესკოვმა.
როგორც მედია აღნიშნავს, რუსეთი ამ ოთხი რეგიონიდან არცერთს სრულად არ აკონტროლებს.