თინათინ ნიბლოშვილი  - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ძირითადი მოტივაცია  არის ის, რომ  არაფერი მოხდეს ამ ქალაქში კარგი

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მომავალი წლის ბიუჯეტი წარადგინა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა ანა გოგოლაძის განცხადებას ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით არაკორექტული უწოდა.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ამ უმძიმეს ტრაგედიას მიზანმიმართული დანაშაული უწოდო და უაპელაციოდ ადამიანები დაადანაშაულო, სწორედ ეს არის დანაშაული.

„ბავშვის სიკვდილზე მეტი ტრაგედია რა შეიძლება იყოს. რად გიღირთ პარტიული კუთვნილება მით უფრო , რომ არ იზიარებთ იმ პარტიის შეცდომებს , რომლის სიითაც ერთ-ერთ გამოცდილ დამრბევთან ერთად ზარ-ზეიმით ხართ შემოსული თბილისის საკრებულოში. მე მახსოვხართ თქვენ, ტრაგედიის დღეს სხვადასხვა ეთერში, მახსოვს თქვენი რიტორიკა, როგორ უმტკიცებდით ხალხს და მთელს საქართველოს, რომ თქვენი პარტია ჯობია სხვას, ეს იყო სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი თითოეული ქართველისთვის, მაშინ როდესაც მთელი საქართველო პატარა ბავშვს გლოვობდა. ასე გააგრძელეთ და რა შედეგამდე მიხვალთ თქვენვე გადაწყვიტეთ“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პარტიის“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადი მოტივაცია საკრებულოში ყოფნის არის ის , რომ არაფერი ამ ქალაქში არ მოხდეს კარგი, არ აშენდეს ახალი სკვერები, არ იმოძრაოს ახალმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, არ აშენდეს ახალი ბაღები, არ დავეხმაროთ გაჭირვებულებს, არ აინთოს ნაძვის ხე ახალ წელს და ზოგადად არ იყოს მშვიდობა, მშვიდობას კი ალტერნატივა არ აქვს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო