კახა კალაძე - ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება დღესაც

საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება დღესაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

დედაქალაქის მერი საკრებულოს სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„არ ვიცი, რა დამოკიდებულება გაქვთ ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს, თუნდაც ჩვენი კონსტიტუციის და კანონის მიმართ. უკვე მესმის და ვხვდები, რა დამოკიდებულებაც გაქვთ იმის მიმართ, როდესაც ჩვენი ე.წ. მეგობრები აკეთებენ განცხადებებს, საერთოდ ფეხქვეშ გვითელავენ კონსტიტუციას, კანონმდებლობას და გვეუბნებიან, გამოუშვით ადამიანი, მერე რა, რომ დამნაშავეა. გამოუშვით, თორემ არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსს. ეს დამოკიდებულება, განცხადებები თქვენთვის, როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყანაში დაბადებული ადამიანისთვის მისაღებია?! ნორმალურია?! საუბრის დასაწყისში აღვნიშნე და მგონი, გამგები გაიგებს: ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება დღესაც, გავდივართ ძალიან რთულ გზას. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ გზაზეც გამარჯვებით გავალთ ყველა ის ადამიანი, ვისაც თავისი სამშობლო და თავისი ხალხი უყვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში