თამაზ მოლაშვილი - იბადება ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილს რაღაც უღმერთობისკენ აქვს გეზი აღებული - ღმერთი არ გაუწყრეს და სააკაშვილი არ შეიწყალოს

სალომე ზურაბიშვილს ამ ხალხისთვის ხომ შეეძლო ეთქვა, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი, არასოდეს არ შევიწყალებო, მაგრამ იბადება ეჭვი იმისი, რომ ძალდატანებით თუ თავისი გადაწყვეტილებით, რაღაც უღმერთობისკენ აქვს გეზი აღებული, ღმერთი არ გაუწყრეს და არ შეიწყალოს, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მომავალს სამარეს გაუთხრის.

„ეტყობა ვერ მიხვდა ან ვერ გაიგო რატომ მოვიდა ეს ხალხი მასთან. იქიდან გამომდინარე, რომ გამოსვლისთანავე თქვა, რომ შემომივარდით აქო. ეს უკვე ძალიან აგრესიული ნათქვამი იყო იმ ხალხზე, რომლებიც მოვიდნენ სათხოვნელად, ამდენი დანაშაულის ჩამდენი პირი არ გაათავისუფლოს.

მას ხალხისთვის ხომ შეეძლო ეთქვა, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი, არასოდეს არ შევიწყალებო, მაგრამ იბადება ეჭვი იმისი, რომ ძალდატანებით თუ თავისი გადაწყვეტილებით რაღაც უღმერთოებისკენ აქვს გეზი აღებული, ღმერთი არ გაუწყრეს და არ შეიწყალოს. იმიტომ, რომ მარტო ამ დაზარალებულ ხალხს კი არ შეაფურთხებს, არამედ საქართველოს მომავალს უწინასწარმეტყველებს. თუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მომავალს სამარეს გაუთხრის, ეს წესით არ უნდა გააკეთოს”,- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის