ოთარ გრიგოლია - თბილისის მერს აქვს შესაძლებლობა და სურვილი ემსახუროს თბილისს

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიური ანგარიშით და 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით წარსდგა, ფრაქციის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, რომ ყველამ თვალი გაახილოს და კარგად დაინახავს იმ წინსვლას და წარმატებას რომელიც თბილისის მაგალითზე ჩანს და თვალსაჩინოა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან სრულ დესტრუქციას ვხედავთ.

„ვხედავთ ახალ ავტობუსებს, ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებს, სკვერებსა თუ პარკებს. ბევრი რეფორმა ხორციელდება, რომლის უკანაც ბევრი შრომა, ნერვიულობა და სტრესი დგას. საბოლოო ჯამში ვიღებთ ქალაქს, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ისტორიული დედაქალაქი და მოსახლეობა. თბილისს დღეს ძალიან ძლიერი მერი ჰყავს, რომელსაც აქვს უნარი მოახდინოს ტრანსფორმაცია და შეცვალოს ქალაქი. ოპოზიციის მხრიდან კი, სამწუხაროდ, სრულ დესტრუქციას ვხედავთ“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ სხდომაზე.

ფრაქციის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა და მას ხვალინდელი დღისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა.

„ამ რეფორმის წინააღმდეგ წასვლა მიუღებელია. ბევრი ხვდება ამ რეფორმის მნიშვნელობას, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ცდილობენ ამ რეფორმის კარიკატურიზებას და პროცესის შეფერხებას“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს წევრმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ისინი მავნებლობისა და რეგრესის მხარეს დგანან, თუმცა რეფორმების გაგრძელებას ხელს მაინც ვერ შეუშლიან.

„სამწუხაროდ, თქვენ დგახართ მავნებლობის და რეგრესის მხარეს ასევე ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს, თუმცა ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და გავაგრძელებთ ამ რეფორმებს. ამას ხელს ვერავინ შეუშლის“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო