ლევან ჟორჟოლიანი - უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ პროგრამებზე, რაც მოსახლეობას აინტერესებს და არა იმაზე, რაც  სასამართლოს და ექიმების გადასაწყვეტია

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიციონერ კოლეგებს საქციელი დაუწუნა და ემოციების დაცხრომისკენ მოუწოდა.

ლევან ჟორჟოლიანმა 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა უპრეცედენტოდ მაღალია. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა თქვა, ასეთ მარტივ ჭეშმარიტებაზე ოპოზიციამ მედიაში აჟიოტაჟი ატეხა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა.

„დღეს ჩვენი შეკრების ძირითადი მიზეზი 2023 წლის ბიუჯეტია. ეს ბიუჯეტი არის ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე იყო 2017 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ადმინისტრაციაში. ოპოზიციამ ატეხა აჟიოტაჟი და განაცხადა, რომ ბიუჯეტი შემცირებულია. რეალურად კი თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაზრდილია. ეს რეალური ციფრებია და ამაზე დავა შეიძლება? „- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა იმ საკითხებზე ისაუბრონ, რაც მოსახლეობისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ხოლო იმ საკითხების განხილვისგან, რაც სასამართლოს და ექიმების გადასაწყვეტია, თავი შეიკავონ.

„რიგით თბილისელს, რომელიც დღეს ტელევიზორს ჩართავს, აინტერესებს თუ რა და რა ვადებში გაკეთდება ქალაქსა, თუ მის უბანში. ამიტომ უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ პროგრამებზე, რაც მოსახლეობას აინტერესებს და არა იმაზე, რაც სასამართლოს და ექიმების გადასაწყვეტია“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი