ირაკლი ხელაძე - დღეს ვიხილავთ და ვამტკიცებთ ისტორიულ ბიუჯეტს, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ხელაძის განცხადებით, დღეს საკრებულო სხდომაზე ისტორიულ ბიუჯეტს ამტკიცებენ და შენარჩუნებულია ყველა პრიორიტეტი.

როგორც მან თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც მერის საქმიანობის წლიური ანგარიში მოისმინეს და დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, განაცხადა, რომ დღეს განხილული და დამტკიცებულ იქნა ისტორიული ბიუჯეტი, რომლის მოცულობაც 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს.

“ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ პრიორიტეტები შენარჩუნდებოდა. თავის დროზე, როდესაც პირველი პროექტი გამოიგზავნა საკრებულოში, მაშინ ჩვენმა ფრაქციამ შეიმუშავა რეკომენდაციები და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ რეკომენდაციების ასახვაში მიიღო მონაწილეობა“, -განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ახალი და განსხვავებული არაფერი თქმულა.

„ზოგადად, ოპოზიციის დღევანდელ გამოსვლებს თუ მოვისმენდით და მივაქცევდით ყურადღებას, განსხვავებული არაფერი მომხდარა. წლებია უკვე, ამ ქალაქის განვითარება გრძელდება, თუმცა მათი მხრიდან ამაზე ადამიანურად თვალის გასწორება და აღიარება არ ხდება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე კარგი პასუხი ოპოზიციის განცხადებებზე მერიის მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც არის ის ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ალბათ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მან მერიის სამსახურებს და რაიონულ გამგეობებს წარმატება უსურვა მომდევნო ერთი წლის მუშაობაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი