ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის ტრანსლაცია არ მიმდინარეობდა.

დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თანახმად, პრეზიდენტის გარდა გამოსვლას ესწრებოდა მთავრობა სრული შემადგენლობით, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, უცხოელი დიპლომატები, სამხედროები და გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები.

გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა და დაეხმარა დასავლეთს თავიდან აღმოეჩინა საკუთარი თავი. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის აღარ ეშინია.

ჟელეზნიაკის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა ევროპის უდიდესი ეკონომიკური პროექტი იქნება. პრეზიდენტმა დეპუტატებს სთხოვა შეიმუშაონ საკანონმდებლო ჩარჩო, რათა უკვე მოხდეს ბიზნესის უკრაინაში შესვლის სტიმულირება.

ჟელეზნიაკს ზელენსკის შემდეგი ციტატაც მოჰყავს:

“შავ ზღვაში ფლაგმანების რაოდენობა შემცირდა, ხოლო ერთი ცუდი სახელის მქონე ხიდი სულ უფრო “გასვლაზე” მუშაობს… თუ მუშაობს”, - თქვა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო