საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი - „ომი და პატრიოტიზმი, როგორც კულტურის ფენომენები“,  გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო სემინარი - „ომი და პატრიოტიზმი, როგორც კულტურის ფენომენები“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეცნიერო სემინარში, რომლის მოდერატორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი არიან, მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ჯემალ გახოკიძე, იაშა კუტუბიძე, ივანე ჯაგოდნიშვილი და ასევე, სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები: დოქტორი ირაკლი თაბორიძე, დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი, დავით გალაშვილი, გიორგი ბერიაშვილი. სტუ-ს დოქტორანტები: მარიამ ხაზარაძე, არჩილ დადიანი, დავით გალაშვილი და გიორგი კაშიბაძე.

სამეცნიერო სემინარი - „ომი და პატრიოტიზმი, როგორც კულტურის ფენომენები“ გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. მან სემინარის მონაწილეებს წარმატება უსურვა და თავის მოხსენებაში აღნიშნა:

„ომი და პატრიოტიზმი არის კაცობრიობის წინაშე დასმული ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ამოცანა და ადამიანის კულტურული ისტორიის მნიშვნელოვან ფენომენებს წარმოადგენენ. ერთი შეხედვით, ომი მხოლოდ ნეგატიურ კონოტაციებს შეიცავს, ხოლო პატრიოტიზმი, მხოლოდ პოზიტიურს, თუმცა ომი იმთავითვე მშვიდობასთან დაპირისპირებული ცნებაა, უფრო ზუსტად კი, შეიძლება ითქვას, რომ ომი და მშვიდობა ერთმანეთის პრივაციულ ფორმებს წარმოადგენენ. ჩვენი სემინარის მიზანი სწორედ ის არის, რომ ამ ორი კულტურული ფენომენის სხვადასხვა ასპექტი შეძლებისდაგვარად ისე განვიხილოთ, რომ მათი არსი, მიუხედავად წინააღმდეგობრივი ხასიათისა, მთლიანობაში იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა თავის მოხსენებაში დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენენ: დოქტორი ირაკლი ჭაბურიძე, თემით - „პატრიოტიზმის ადგილი საკუთარი მოქალაქეების მიმართ წარმოებულ ომში“; პროფესორი ჯემალ გახოკიძე - „ომის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება“; დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი - „ომი სისტემთეორიული პერსპექტივიდან“; გიორგი ბერიაშვილი - „სამოქალაქო საზოგადოება როგორც სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი სახელმწიფოში“; პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი - „პატრიოტიზმის მნიშვნელობა ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში“. ასევე, დოქტორანტები: არჩილ დადიანი - „ომი და მისი გავლენა საზოგადოებაზე“; მარიამ ხაზარაძე - „პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი გლობალიზაციის კონტექტსში“; გიორგი კაშიბაძე - „პატრიოტიზმი და ეროვნული იდენტობის პრობლემა“; დავით გალაშვილი - „პატრიოტიზმის ცნების ზოგადი შეფასება“.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა