გივი ჩხარტიშვილი -„ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბოდიში უნდა მოუხადოს მოსახლეობას იმის გამო, რაც 9- წლიანი მმართველობის დროს ჩაიდინა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა გივი ჩხარტიშვილმა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მას, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს ხშირი კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან, რომელიც დედაქალაქში მიმდინარე და განხორციელებული სხვადასხვა რეფორმისა და პროექტების გამო მადლიერებას გამოთქვამს.

გივი ჩხარტიშვილმა ოპონენტებსაც მიმართა და მათი მმართველობის დრო გაახსენა.

,,აქ მე მაქვს ამნისტირებული ადამიანების სია, ასევე იმ ადამიანების სიაც, რომლებსაც ქონება ჩამოართვეს, თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლების სია, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოასახლეს. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ მოსახლეობას იმის გამო, რაც დამართეთ თქვენი 9 წლიანი მმართველობის დროს’’,-განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს