ჯაბა სამუშია ევროკავშირის მობილობის პროგრამის მონაწილე თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მომავალი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს ევროპულ უნივერსიტეტებში გაატარებენ. ამის შესხებ ინფორამციას თსუ ავრცელებს.

თსუ-ს ცნობით, 2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრის კონკურსის ფარგლებში, ერასმუს პლუსის (Erasmus +) საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამით სწავლების მობილობის გრანტი თსუ-ს 76-მა სტუდენტმა მოიპოვა შვიდივე ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურიდან. სტუდენტები ევროპის 15 ქვეყნის 32 წამყვან უნივერსიტეტში ისწავლიან.

შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ევროპულ უნივერსიტეტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორული კავშირების გაფართოებაზე პროფესორებისა და სტუდენტების მობილობის ფარგლებში.

მისი თქმით, მომდევნო წელს თსუ-ელები უფრო მეტი გაცვლითი პროგრამით ისარგებლებენ. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაცვლით პროგრამებში ჩართული სტუდენტების მისიას.

„მომავალი სემესტრიდან თქვენ იქნებით ჩვენი სამშობლოს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში. ეს უდიდესი მისიაა და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ თქვენ ხართ უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის ელჩები საერთაშორისო ასპარეზზე. ამავე დროს, მინდა იცოდეთ, რომ თქვენს უკან დგას უნივერსიტეტი, რომელიც მხარს გიჭერთ განვითარებასა და ყველა გამოწვევის დაძლევაში“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან დღემდე ევროპის 29 ქვეყნის 150-ზე მეტ უნივერსიტეტთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 420-ზე მეტ პროექტში მონაწილეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო