გერმანიის ელჩი - იუსტიციის მინისტრს შევხვდით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით

ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტროში რატი ბრეგაძესთან შეხვედრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თაობაზე გაიმართა.

„აქ ვიყავით ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის და აშშ-ის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრს შევხვდით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განვიხილეთ მიმდინარე პროცედურები და ჯანმრთელობის საკითხი. დეტალებში ვერ შევალ“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ფორმულასთან“.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა