სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვოელ სერბებს ბარიკადების დაშლისკენ მოუწოდა

“სანდო გარანტიების” მიღების შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა ალესანდრ ვუჩიჩმა კოსოვოელ სერბებს ბარიკადების დაშლისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სერბეთის კოსოვოსა და მეტოხიის სამმართველოს დირექტორი პეტარ პეტკოვიჩი ავრცელებს.

პეტკოვიჩის თქმით, ბელგრადმა ევროკავშირსა და აშშ-სგან “სანდო გარანტიები” მიიღო.

მისი თქმით, საქმე ეხება სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის გათავისუფლებას, კოსოვოელი სერბების სიების არარსებობას, რომელთა დაკავებასაც პრიშტინა გეგმავს, და ასევე NATO KFOR სამშვიდობო ძალების გარანტიას, რომ კოსოვოს უშიშროების ძალები მათი წინასწარი თანხმობის გარეშე ვერ შევლენ ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში.

“მან [პრეზიდენტმა ვუჩიჩმა] სთხოვა ჩვენს სერბებს ბარიკადები დაშალონ. მათ თქვეს, რომ მხოლოდ მას ენდობიან და არა [კოსოვოს პრემიერ-მინისტრ] ალბინ კურტის, და მან უთხრა მათ კოსოვოს ჩრდილოეთში დაბრუნდნენ და ხალხს ეს გარანტიები წარუდგინონ”, - აღნიშნა პეტკოვიჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო