საქსტატში მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დღეს საქსტატის მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საქსტატის მრჩეველთა საბჭო 14 წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები შედიან.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამავდროულად მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს პრეზენტაციის სახით საქსტატში 2022 წელს განხორციელებული ღონისძიებები და 2023 წელს დაგეგმილი აქტივობები გააცნო. სხდომაზე, საბჭოს წევრები ასევე ისეთ მნიშვნელოვან თემებს გაეცნენ როგორიცაა, 2023 წლის სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა და საქსტატის 2023 წლის ბიუჯეტი.

საქსტატის მრჩეველთა საბჭო საკონსულტაციო ორგანოა. მის ფუნქციებს წარმოადგენს - საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება, სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ანალიზი და საქსტატის საბჭოსათვის წინადადებების მომზადება, სტატისტიკური მეთოდების განხილვა და მის სრულყოფასთან დაკავშირებით საქსტატის საბჭოსათვის კონსულტაციის გაწევა და სხვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო