ვარშავა ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარს ამბობს

ვარშავაში გადაწყვიტეს ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ღონისძიებებზე უარი თქვან. პოლონეთის დედაქალაქში ეს ფინანსური მდგომარეობით და იმით ახსნეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსგავსი ღონისძიების გამართვა უადგილო იქნებოდა.

როგორც ვარშავის მერიის პრეს-სპიკერმა მონიკა ბეუტმა აღნიშნა, სადღესასწაულო ღონისძიების გაუქმება უკვე ტრადიციად იქცა, რადგან აქამდე მის ჩატარებას ხელს პანდემია უშლიდა.

„ამ წელს ჩვენ ვარშავის მოსახლეობას საახალწლოდ არაფერს ვთავაზობთ. სამწუხაროდ, ეს უკვე ასეთი ტრადიციაა, პანდემიის დროს ახალი წლის ღამეს ღონისძიება ხომ არ გვქონდა როგორც წესი?! ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, ამიტომ ხარჯების შეკვეცა, პირველ რიგში, გართობის ნაწილს შეეხო. ახლა არ შეგვიძლია თავს მსგავსი დანახარჯების უფლება მივცეთ. ამასთან, უკრაინაში, ჩვენი აღმოსავლეთი საზღვრის მიღმა მიდის სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, რომლის გამოც ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, მათ შორის სამოქალაქო პირები. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ის კლიმატი არ არის, რომელიც გვიბიძგებდა განსაკუთრებული სამხიარულო ღონისძიებების ორგანიზებისკენ“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

გარდა ამისა, მან მოსახლეობას მოუწოდა არ გამოიყენონ პიროტექნიკა და ფოიერვერკები, რადგან მისი განმარტებით, ამან პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებში, განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება ომის ასოციაცია გამოიწვიოს.

ამჟამად, ვარშავაში დაახლოებით, 100 ათასი უკრაინელი ცხოვრობს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს