სავაჭრო პალატამ მის საბჭოში შემავალ ბიზნეს ასოციაციებს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და მომავალი წლის გეგმები გააცნო

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ პალატის საბჭოში შემავალ 40-მდე სექტორულ და არასექტორულ ბიზნეს ასოციაციებს სავაჭრო პალატის მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2023 წლის გეგმები გააცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

„შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებზე, რომლებიც მეწარმეების მხარდასაჭერად წარმატებით განხორციელდა, მათ შორის ელექტრონული კომერციის, „ევროკავშირი ბიზნესისთვის“, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ჩატარებული ტრენინგების, ბიზნესისთვის უფასო ვებ-გვერდის, პროფესიული სწავლების პროგრამის ხელშეწყობის, ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამების, ბიზნესთან ღია დიალოგის ფორმატისა და გამართული ბიზნეს ფორუმების შესახებ.

ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც ესტონეთისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატებთან თანამშრომლობით განხორციელდა და რომლებითაც ბიზნეს ასოციაციებმა და ქალმა მეწარმეებმა ისარგებლეს.

სავაჭრო პალატა მომავალ წელს მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით ახალ პროგრამებს გეგმავს, მათ შორის ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით, “ევროკავშირი ბიზნესისთვის" და სხვა”, - ნათქვამია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი