ჩინეთიდან აშშ-ი გამგზავრების მსურველებს, Covid-19-ის უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ

ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველებს, ფრენამდე Covid-19-ის უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.

მოთხოვნა ჩინეთში კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებით არის განპირობებული.

ჩინეთიდან აშშ-ში გამგზავრების მსურველებმა ტესტი ფრენამდე მაქსიმუმ ორი დღით ადრე უნდა აიღონ. ტესტი შეიძლება იყოს როგორც PCR, ასევე სწრაფი. მგზავრებმა ნეგატიური პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომამდე უნდა წარადგინონ.

მოთხოვნა გავრცელდება მგზავრებზე, რომლებიც აშშ-ში პირდაპირ ჩინეთიდან, ჰონგ -კონგიდან და მაკაოდან მიფრინავენ.

მგზავრებს, რომლებსაც კოვიდინფექცია ფრენამდე 10 დღით ადრე დაუდასტურდებათ, შეუძლიათ წარადგინონ გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი, ტესტის უარყოფითი პასუხის ნაცვლად.

ცვლილება ძალაში 5 იანვრიდან შევა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო