შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორთან - ზვიად ხარაზიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებთან მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოები მოინახულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ საგუშაგოებზე არსებული ინფრასტრუქტურა, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, ასევე, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

მათივე ცნობით, იოსებ ჭელიძე ადგილზე მომუშავე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა, გაესაუბრა და არსებული ვითარების, აგრეთვე, მათი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება