გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ.
„მინისტრმა სიტყვით მიმართვისას თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან კადეტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
კადეტების საახალწლო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული დაესწრნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.